ზაზა ხატიაშვილი: გიორგი მიქიაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეზე უფრო უარესი გახლდათ

ზაზა ხატიაშვილი: გიორგი მიქიაშვილის საქმე გირგვლიანის საქმეზე უფრო უარესი გახლდათ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, გიორგი მიქიაშვილის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმეზე უარესი გახლდათ, რადგან მიქიაშვილმა  პერმანენტულ და სასტიკ წამებას გაუძლო.

ეს განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ For.ge-ს  პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„სანდრო გირგვლიანი მხოლოდ ერთი დღე აწამეს. გიორგი მიქიაშვილის წამება კი პერმანენტულად მიმდინარეობდა. მიქიაშვილს არა მარტო სასტიკად და არაადამიანურად აწამებდნენ, მას სათანადო სამედიცინო დახმარებასაც არ აძლევდნენ. ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, ფსიქორეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ თავისთავზე აიღო სახელმწიფოს ფუნქციები, რათა  ამ პიროვნებაზე ჩაეტარებინა სათანდო ექსპერტიზა და გაეწია მისთვის სათანადო სამედიცინო და ფსიქიატრიული მკურნალობა. ეს საქმე სამაგიდო საქმე გახლავთ. ამ საქმეზე სახელმწიფო ძალადობის რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. ამდენი წელი ადვოკატი ვარ და არ მინახია დროში ასე გაწელილი ძალადობა.

მერაბიშვილ-ადეიშვილ-სააკაშვილის ტრიოს სურდა ეჩვენებინა, რომ ყველა ადამიანი, ვინც პოლიციას უჩივის, არის დამნაშავე“,-აღნიშნა ხატიაშვილმა.   

შეგახსენებთ, რომ "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის"მიერ 2006 წელს საქმე შეტანილ იქნა ევროპულ სასამართლოში , ადვოკატი გახლდათ ზაზა ხატიაშვილი. ეს საქმე საქართველოს მთავრობამ წააგო მე-3 მუხლით, რაც ეხება პოლიციაში აღნიშნული პიროვნების არაადამიანურ მოპყრობას და არაეფეტურ გამოძიებას, ასევე ციხის ნაწილში მეორეჯერ არის მესამე მუხლი ნახსენები. საქართველოს მთავრობას 12 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა.