ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, დღეს გარკვეული ტელევიზიები ისევე განაგრძობენ პოლიციის სამსახურს, როგორც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და ეს ფაქტი სამარცხვინოა.
ეს განცხადება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ For.ge -ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ გარკვეული ტელევიზიები, რომლებმაც უდანაშაულო გიორგი მიქიაშვილი დამნაშავედ შერაცხეს, არ აშუქებენ იმ პრესკონფერენციას , სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროსასამართლოს მიერ წამების მუხლზე გამოტანილ გადაწყვეტილებას განიხილავს.
"შემიძლია გულახდილად განგიცხადოთ, რომ გიორგი მიქიაშვილის საქმის გამოძიებისას მთელი სატელევიზიო ბანდა გვიპირისპირდებოდა. ქართულ ტელევიზიებს ფეხბურთელი და სტუდენტი მიქიაშვილი გამოყვანილი ჰყავდათ , როგორც დამნაშავე. დღეს, როდესაც ევროსასამართლომ აღიარა რომ პატრული, რომელიც დემოკრატიული შუქურის ერთ-ერთ მიღწევად იყო წლების განმავლობაში აღიარებული , აკავებდა უდანაშაულო ადამიანებს, უდებდა ნარკოტიკებს, სჩადიოდა დანაშაულებებს, სცემდა და აწამებდა ადამიანებს, რის შემდეგაც ეს გაუბედურებული ადამიანები ფსიქიატრიულ კლინიკებში ხვდებოდნენ. პრესკონფერენციაზე ხელისუფლების ტელევიზიები არ არიან და ისინი ისევ პოლიციის სამსახურს განაგრძობენ და ეს სამარცხვინოა", -განაცხადა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილის განცხადებით, მან რამდენიმე ადამიანთან შეძლო ევროსასამართლოში დაემტკიცებინა ის ფაქტი, რომ პატრული ზღვარგადასულ სიბინძურეებს სჩადიოდა დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ, ხოლო საპატიმროებში მათზე საცდელი პროცესები ხორციელდებოდა.
ჩვენ, 10 -15 ადამიანი- მე, მარიამ ჯიშკარიანი, ნინო მიქიაშვილი და სხვები, ამ ყველაფერზე ხმამაღლა ჯერ კიდევ 2006 წლიდან ვსაუბრობდით, თუმცა მაშინ სამოქალაქო საზოგადოება პატრულს ტაშს უკრავდა. საქმემ "მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სათავე უნდა დაუდოს გამოძიებების დასაწყისს საქართევლსო წინააღმდეგ, სადაც ადგილი ჰქონდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. პატრული ზღვარგადასულ სიბინძურეებს სჩადიოდა დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ. ციხეებსა და საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანებს აწამებდნენ, მათზე საცდელი პროცესები ხორციელდებოდა. როდესაც ჩვენ ეს დავამტკიცეთ ევროპულ სასამართლოში, ნაცვლად იმის, რომ ქართულმა ტელევიზიებმა გააშუქონ, ისევ ადგილი აქვს მიქიაშვილის საქმის მიჩქმალვას", -განაცხადა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის"მიერ 2006 წელს საქმე შეტანილ იქნა ევროპულ სასამართლოში , ადვოკატი გახლდათ ზაზა ხატიაშვილი. ეს საქმე საქართველოს მთავრობამ წააგო მე-3 მუხლით, რაც ეხება პოლიციაში აღნიშნული პიროვნების არაადამიანურ მოპყრობას და არაეფექტურ გამოძიებას, ასევე ციხის ნაწილში მეორეჯერ არის მესამე მუხლი ნახსენები. საქართველოს მთავრობას 12 000 ევროს კომპენსაცია დაეკისრა.