ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, არა მარტო შემსრულებლები, ვინც ადამიანების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა, არამედ ისინი ვინც უკვეთავდა და ხელს უწყობდა ამ დანაშაულებრივ საქმიანობას, ყველა ისინი უნდა დაჯდნენ საბრალდებო სკამზე. ეს განცხადება ზაზა ხატიაშვილმა For.ge-ს პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„პირველად საქართველოს ისტორიაში, საქმეზე „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ჩატარდა სტამბულის პროტოკოლით ექსპერტიზა, რომელსაც მარიამ ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა, ამ საქმეზე სახელმწიფო ძალადობის რამდენიმე ფაქტი დადასტურდა. საქართველო არ არის განებივრებული ასეთი გამარჯვებებით.
ყველა პოლიციელი, ეს ფორმიანი ყაჩაღები, რომელმაც ეს საბრალდებო აქტი ჩაიდინა, არა მარტო შემსრულებლები, ვინც ადამიანების წამებასა და მათ მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილეობდა, არამედ ისინი ვინც უკვეთავდა და ხელს უწყობდა ამ დანაშაულებრივ საქმიანობას, ყველა ისინი უნდა დაჯდნენ საბრალდებო სკამზე და ისინი სამართლიანი სასამართლოს მიერ უნდა იქნენ გასამართლებულნი.“,-აღნიშნა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილის განცხადებით, რიგითი პოლიციელიდან დაწყებული, ადეიშვილით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც პატიმართა წამებაში იღებდა მონაწილეობდა და მათ მფარველობდა.
„ჩვენ მხოლოდ კომპენსაციით არ დავკმაყოფილდებით. უნდა გასამართლდეს ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ვირთხასავით გაიქცა საქართველოდან, აუცილებლად უნდა გასამართლდეს, რადგან ის იყო საპატიმრეობში ამ ბოროტების მფარველი. სწორედ ადეიშვილის ბრძანებთ იჩქმალებოდა ეს დანაშაულებები.
ცნობილია მიქიაშვილის დამკავებელი პოლიციელების სახელები და გვარები, ასევე მათი მწამებლების. ევროსასმართლოს დადგენილების მიხედვით ბრალეულობა ედება არა მარტო პატრულს, არამედ პროკურატურასაც, რომელმაც დაარღვია გაეროს კონვენცია, რომელიც გახლავთ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ და სახელმწიფო ვალდებულია სწრაფად და ეფექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიოს ეს ფაქტები. მიქიაშვილზე ასევე ციხეში ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა წამებისა და არასათანადო სამედიცინო მოპყრობის ფაქტები და მხოლოდ ცენტრ „ემპათიის“ დახმარებით შეძლო მიქიაშვილმა გამოჯანმრთელება“,-განაცხადა ხატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის"მიერ 2006 წელს საქმე შეტანილ იქნა ევროპულ სასამართლოში , ადვოკატი გახლდათ ზაზა ხატიაშვილი. ეს საქმე საქართველოს მთავრობამ წააგო მე-3 მუხლით, რაც ეხება პოლიციაში აღნიშნული პიროვნების არაადამიანურ მოპყრობას და არაეფეტურ გამოძიებას, ასევე ციხის ნაწილში მეორეჯერ არის მესამე მუხლი ნახსენები. საქართველოს მთავრობას 12 000 ევროს კომპენსაცია