საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მაია ფანჯიკიძემ მამუკა ნიკოლაიშვილის გვარი მინისტრობის კანდიდატურების განხილვასთან დაკავშირებით მედიის საშუალებით გაიგო.ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ენერგეტიკის მინისტრად მამუკა ნიკოლაიშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას გუშინ მედიის საშუალებით გაეცნო, თუმცა კანდიდატის გვარი განხილვების დროს არ სმენია.
ამასთან, ფანჯიკიძემ უკომენტაროდ დატოვა შეკითხვა ნოდარ ხადურის ფინანსთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ.
მაია ფანჯიკიძის თქმით, მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა სავარაუდოდ ხვალ დასახელდება.