აკაკი მინაშვილი: ვიქნებით კრიტიკულები, თუმცა არა ჩასაფრებულები

აკაკი მინაშვილი: ვიქნებით კრიტიკულები, თუმცა არა ჩასაფრებულები

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის აკაკი მინაშვილის განცხადებით, იგი ახალ ხელისუფლებას მათი მხრიდან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელომძღვანელის გამოცვალზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

 “მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ რამდენიმე მიმართულებით გაამახვილოთ ყურადღება. პირველი: ბოლო პერიოდში ხდება გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლა თვითმმართველობის ორგანოებში. კერძოდ, საკრებულოს ის წევრები, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს და “ქართულ ოცნებაში” გადავიდნენ, ცდილობენ ჩვენი ფრაქციის დაშლას, ადგილი აქვს სხვა წევრების გადმობირებას. მინდა, გთხოვოთ, მიაქციოთ ამას ყურადღება, მით უმეტეს, რომ თქვენ აქცენტს აკეთებეთ ძალთა ბალანსის აუცილებლობაზე. მეორე: ძალიან ბევრი თქვენი მომხრე საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის გამოცვლაზე და სახელდება კიდეც გარკვეული კანდიდატურები. მოგეხსენებათ, რომ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” თავისი მანდატი აქვს, ამიტომ პოლიტიკური ზეწოლის მცდელობა არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომელსაც ახალი მმართველი ძალა აკეთებს. არ ვიქნებით ჩასაფრებულები, თუმცა ვიქნებით კრიტიკულები ყველა იმ მიმართულებაზე, რომელზეც არასწორი მიდგომა ექნება მმართველ ძალას“, – მიმართა აკაკი მინაშვილმა დავით უსუფაშვილს.