ედი ვან ჰალენი ყველა დროის საუკეთესო გიტარისტი გახდა(VIDEO)

ედი ვან ჰალენი ყველა დროის საუკეთესო გიტარისტი გახდა(VIDEO)

ჟურნალმა Guitar World როკ ჯგუფი Van Halen-ის გიტარისტი ედი ვან ჰალენი ყველა დროის საუკეთესო გიტარისტად აღიარეს.

ჟურნალის გამოკითხვა აპრილიდან დაიწყო და მასში ნახევარმილიონამდე მკითხველმა მიიღო მონაწილეობა. მეორე და მესამე ადგილები რეიტინგში გადაინაწილეს Queen-ის გიტარისტმა  ბრაიან მეიმ  და ალექს ლაიფსონმა  ჯგუფი Rush-იდან.

ვან ჰალენი 1955 წლის 26 იანვარს დაიბადა ქალაქ ნეიმეგენში. ედვარდის მამა – იან ვან ჰალენი, იყო პროფესიონალი მუსიკოსი. იგი უკრავდა საქსაფონსა და კლარნეტზე. ედვარდ ვან ჰალენს მეორე სახელი – „ლუდვიგი“ მამამ  დიდი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საპატივცემლოდ დაარქვა.

ედი ბავშვობაში თავისი უფროსი ძმის მსგავსად პიანინოს სწავლობდა, თუმცა როდესაც  ალექსმა, ელექტრო გიტარას მიჰყო ხელი, ედი დასარტყამმა ინსტრუმენტებმა გაიტაცა, თუმცა მალევე ძმებმა ისნტრუმენტები გაცვალეს. ედვარდი საათობით იკეტებოდა თავის ოთხში და გიტარაზე მეცადინეობდა. ედიზე დიდ გავლენას ახდენდა ჯგუფი „Cream“.

ძმებმა, მალევე ჩამოაყალიბეს ჯგუფი, რომელსაც თავიდან  „Genesis“ უწოდეს. მასში  ძმებ ჰალენებთან ერთად, ბასზე მარკ სტოუნი იდგა. შემდეგ ჯგუფს სახელი გადაარქვეს, რადგან გაიგეს, რომ ასეთი სახელწოდების ჯგუფი, ინგლისში უკვე არსებობდა. ჯგუფის ახალი სახელი კი „Mammoth” იყო. ჯგუფი 3 კაცისაგან შედგებოდა: ედი ვან ჰალენი (გიტარა), ალექს ვან ჰალენი(დრამი) და მარკ სტოუნი(ბასი). ჯგუფს არ ქონდა ხმის გამაძიერებელი საშუალებები, ისინი მას დევიდ ლი როტისგან ქირაობდნენ. ედი აკვირდეოდა დევიდის ხმას და მან იგი ჯგუფში ვოკალისტად აიყვანა. ამ საქმით ჯგუფს საკმაოდ ძლიერი ვოკალისტი შეემატა და ფულსაც ზოგავდა “Mammoth”-ი. მალე ჯგუფში ცვლილებები მოხდა: მარკ სტოუნის ნაცვლად, ახალი ბასისტი – მაიკლ ენტონი მოვიდა. ჯგუფსაც გადაარქვეს სახელი, ლი როტის განცხადებით ძმების გვარი “Van Halen” უფრო კარგად ჟღერდა.

1976 წელს „Van Halen”-ის კონცერტს დაესწრო ამერიკელი ბას-გიტარისტი – ჯინ სიმონსი, რომელმაც დაინახა პოტენციალი ახალაგაზრდა ჯგუფში და პროდუსირება გაუწია დემოს ჩაწერაში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ჩამწერ სტუდიაში. 1977 წელს ჯგუფმა ხელი მოაწერა ხმის ჩამწერ სტუდია “Worner Bros Record”-თან.

მცირე დემო ვერსიების შემდეგ, ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი “Van Halen I”. დევიდ ლი როტმა ჯგუფი 1985 წელს დატოვა, თუმცა 2006 წელს ისევ დაბრუნდა. მან ედი ვან ჰალენთან ერთად 6 ალბომი ჩაწერა: “Van Halen”, “Van Halen II”, “Women And Children First”, “Fair Warning”, “Diver Down” და “1984″.

შემდგომში დევიდ ლი როტი, სემი ჰაგარით შეცვალეს. თუმცა მანამდე ედს ჯგუფ “kISS”-ში სურდა გადასვლა, რადგან მათმა გიტარისტმა ეის ფრეილმა ჯგუფი დატოვა. თუმცა ედმა დააგვიანა, რადგან ჯგუფმა უკვე აიყვანა ახალი გიტარისტი ვინი ვინსენტის სახით.

2006 წელს “Van Halen”-ში ახალი ბასისტი – ედი ვან ჰალენის შვილი – ვოლფგანგ ვან ჰეილენი მოვიდა. ასევე დაბრუნდა დევიდ ლი როტი და დღემდე ამ შემადგენლობით მოდიან.

ჟურნალი Guitar World-ის საუკეთესო გიტარისტების პირველი ათეული ასე გამოიყურება: ედი ვან ჰალენი, ბრაიან მეი, ალექს ლაიფსონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯო სატრიანი, ჯიმი პეიჯი, ტონი აიომი, სტივ რეი ვონი, დაიმბეგ დარელი  და სტივ ვაი.