ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი და კალიფორნიის ექსგუბერნატორი, არნოლდ შვარცენეგერი მწერლობას იწყებს. მან პირველი ნამუშევარი უკვე გამოაქვეყნა, წიგნის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ, ნიუ იორკის, ერთ-ერთ, არტ გალერეაში გაიმართა. წიგნი მისი ცნობილი ფილმის სახელწოდებას ატარებს,- „სრული გახსენება“ მემუარების სახითაა დაწერილი და მის ფურცლებზე არნოლდი თავისი ცხოვრების გზაზე, სამსახიობო და პოლიტიკურ კარიერასა და ოჯახზე მოგვითხრობს. წიგნში საუბარია პირად ცხოვრებაზე ცოლსა და უკანონო შვილზე.
გასული წლის სამ იანვარს მსახიობმა პოლიტიკური თანამდებობდა დატოვა, მეორე დღეს კი, მისმა მეუღლემ ის ოჯახის თერაპევტთან გაგზავნა. მიღებაზე წყვილი ერთად მივიდა. თერაპევტთან არნოლდმა აღიარა, რომ შინამოსამსახურისგან უკანონო შვილი ჰყავს. სპეციალისტმა მსახიობის სიტყვები საჯარო გახადა და ხმამაღლა განაცხადა, რომ წყვილი მასთან სწორედ ამ საკითხით გამოწვეული პრობლემების გამო მივიდა.
შვარცენეგერის თქმით, მეუღლისთვის ყველაფერი უფრო ადრე უნდა ეთქვა, ეს მან კარგად იცის, თუმცა ამ ფაქტის დამალვას ღრმად შინაგან ქვეცნობიერში ცდილობდა.