ირაკლი ხელაძე: რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები

ირაკლი ხელაძე: რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები

რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო „არანაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის გეგმებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამჯერად უცხო ძალებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებისგან, მათი იდეოლოგიური მოკავშირეებისგან ჩამოყალიბებული პარტიების გათეთრებას ცდილობენ, თუმცა ქართველი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს.

„ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, ოპოზიციის პატრონების მხრიდან ვხედავთ მცდელობას, რომ რაღაცნაირად ამ ადამიანების „რებრენდინგი“ განახორციელონ. ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ვარიანტი შემოგვთავაზეს, თუმცა საბოლოო ჯამში, როდესაც მიხვდნენ, რომ ამ საქმიდან მათთვის სასარგებლო არაფერი გამოდიოდა, შეცვალეს სტრატეგია.

„ნაციონალური" მოძრაობის ანასხლეტებისგან, იდეოლოგიური მოკავშირეებისგან ჩამოყალიბებული პარტიების გათეთრებას ცდილობენ. რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერს ისე უმტკივნეულოდ აკეთებენ, რომ უნდათ საზოგადოებაში შეიტანონ გარკვეული დაბნეულობა და ისე წარმოაჩინონ პროცესი, რომ თითქოს, ეს არის ძალიან ბუნებრივი მოცემულობა. თუმცა ყველაზე იმედისმომცემი საფუძველი არის ის, რომ ქართველი ხალხი ამ ყველაფერს კარგად ადევნებს თვალყურს. ბოლო წლებში იმდენად გაიწვრთნა და გაიწაფა შეფასებებში, რა მცდელობაც არ უნდა იყოს გარედან, რომ უფრო კეთილები, ლამაზები, ჭკვიანები, პროგრესულები, უფრო არა „ნაცები" წარმოგვიჩინონ პარტიები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" განაყოფები, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა",- განაცხადა ხელაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ დირექტივებზე, რაც ოპოზიციას გარე ძალებისგან აქვს.

„ზოგადად, საბოლოო ჯამში ყველასთან ერთი დირექტივა მოდის. ისინი ძალიან ბეჯითად ასრულებენ იმ დირექტივებს, რაც მათი გარე პატრონებისგან მოდის. დირექტივა არის ის, რომ ვთქვათ, გვარამია წარმოაჩინონ „არანაცად" და უფრო პროგრესულ პოლიტიკოსად. მელიას თითქოს, კავშირი არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან". თქვენ კარგად იცით ხაზარაძე-ჯაფარაძის დამოკიდებულება „ნაციონალურ მოძრაობასთან" - იმ დანაშაულებში მათი მთავარი მოკავშირე ფინანსური მიმართულებით ეს ორი ადამიანი იყო. დირექტივა რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვხედავთ ძალიან ცხად პროცესს, რომელსაც, მიუხედავად ამ მცდელობებისა ჩემი აზრით, დღის შუქი, არ უწერია“,- აღნიშნა ხელაძემ.

მარბიელი თავად ნაცმოძრაობის გარდა არცერთ პარტიაში არაა იმდენი ნაცი, რამდენიც ოცნებაში! (ყოფილი მოღალატის და ყოფილი ბოზის არავის სჯერა!)
2 საათის უკან