მეუფე იაკობი: ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი. მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ

ბოდბელმა ეპისკოპოსმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე იაკობმა ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციებზე.

„მე მჯერა, რომ ჩვენთან ახლა ვინც აღტყინებულია და უცხოეთის იმედად არის, პირდაპირ გეტყვით, ვერაფერს იზამს უცხოეთი. შეგვიტევენ, შეგვიტევენ და ბოლოს და ბოლოს, ღმერთი თავის ძალას აჩვენებს ყველას. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, რისთვის. ჩვენ ხომ არავის ვებრძვით. ერთადერთი ერი ვართ მსოფლიოში, არავისთვის ცუდი რომ არ გვინდა, მტრებისთვისაც კი არ გვინდა.

მაშ, უცხოეთი რატომ გვექცევა ასე? პირდაპირ გეტყვით, ევროპარლამენტარები, ვინც მოთავეები იყვნენ რეზოლუციის, მათ სიყვარული არ აქვთ. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული, არ იციან, დაივიწყეს. ამიტომ, უსიყვარულობით სისულელეებს ჩადიან. იღებენ რაღაცებს. ჩვენთან იდიოტი თუ არ ხარ, მათი ნათქვამი როგორ უნდა მოგეწონოს“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.