ექსპერტი გია ხუხაშვილი პოლიტიკური სექტორიდან სამოქალაქო სექტორში ბრუნდება. როგორც ხუხაშვილმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ ეტაპზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაა, რადგან მისი აზრით, ნებისმიერი ხელისუფლება შეიძლება მკაცრ რეჟიმად გადაქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
„ბალანსი თუ არ გაჩნდა საზოგადოებაში და თუ კი შესუსტდა მისი მხრიდან კონტროლი, შესაძლოა რისკები გაჩნდეს იმისა, რომ პოზიტიურად განწყობილი ადამიანებიც კი სისტემის მარწუხებში აღმოჩნდეს. ამიტომ ჩემი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საზოგადოებაზე კონტროლი გაძლიერდეს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან სამომავლოდ მაინც ითანამშრომლებს და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციებსაც კი გაუწევს.
გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში 14:00 საათზე განცხადებას გააკეთებს.