"საქართველოს ბანკის" შვილობილი, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი, ნიკა გამყრელიძე დღეს „საქართველოს ბანკის ჯგუფის “ ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ნიკა გამყრელიძის ადგილს „ალდაგი ბისიაიში“ მურთაზ კიკორია დაიკავებს.
"საქართველოს ბანკის"სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის ნილ იანინის განცხადებით,„ახალი დანიშვნები ეხმაურება საბჭოს მიზანს, შექმნას ყველაზე ძლიერი მენეჯმენტის გუნდი.
„ახალი დანიშვნები ეხმაურება საბჭოს მიზანს, შექმნას ყველაზე ძლიერი მენეჯმენტის გუნდი, რომელიც დააკმაყოფილებს ჯგუფის მზარდ მოთხოვნებსა და მასშტაბს. „ალდაგი ბისიაის“ შთამბეჭდავი ზრდის შემყურე, რომლის შედეგადაც კომპანია ჩამოყალიბდა დაზღვევისა და ჯანდაცვის სექტორის ლიდერად საქართველოში, ჩვენ გვჯერა, რომ ნიკას ახლა უკვე შეუძლია უფრო დიდი როლის თამაში მთლიანად ჯგუფის მასშტაბით. ამავდროულად, ”ალდაგი ბისიაი” არის ”საქართველოს ბანკის” ჯგუფის ერთ–ერთი მთავარი აქტივი და ის ახალგაზრდა, ნიჭირი გუნდი, რომელიც კომპანიაში მოღვაწეობს, ბევრს ისწავლის მურთაზ კიკორიას ფინანსურ სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილებიდან. მურთაზს გააჩნია ისეთი თვისებები, როგორიცაა მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაყვეტილებების მიღება, პროფესიონალიზმი და ღირსება. მთელი სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მივულოცო ნიკას და მურთაზს ახალ პოზიციებზე დანიშვნა და წარმატება ვუსურვო", - განაცხადა ნილ იანინმა, სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა.