სიმღერა, რომლითაც ჯგუფი „The Funkids" საქართველოს ჰოლანდიაში წარადგენს დღეს საღამოს გახდება ცნობილი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფი 3 სავარაუდო სიმღერიდან ერთს შეარჩევს.
სიმღერები კომპოზიტორ გიგა კუხიანიძისა და ბავშვების ერთობლივი ნამუშევარია. გიგა კუხიანიძე ბავშვებთან ერთად საბავშვო ევროვიზიისთვის მეხუთე პროექტზე მუშაობს. პროდიუსერი და კომპოზიტორი ევროფესტივალთან წარმატებით თანამშრომლობს. შერჩეული სიმღერა ევროვიზიის ვებ-გვერდზე ხვალ განთავსდება.
შეგახსენებთ, 2011 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი “Candy” ერევანში ეროვნულ ფინალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.
სომხეთის ეროვნული ფინალი 30 სექტემბერს გაიმართება, შიდაშესარჩევ კონკურსში 17 მომღერალი მონაწილეობს. კონცერტზე ჯგუფი “Candy” სიმღერას ‘’Candy Music“ შეასრულებს.
ჯგუფ “Candy-ის“ წევრები ერევანში საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერთან ნათია უზნაძესთან ერთად 29 სექტემბერს გაემგზავრებიან.
2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. კონკურსი "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" (HMH) 1-ლ დეკემბერს ჩატარდება.