ბოლო პერიოდებში ძარცვის, თავდასხმებისა და გატაცებების გახშირებულ ფაქტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ- ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით გამოწვეულ ხელისუფლებისა და სხვა უფრო დაბალი რანგის მოხელეების დაბნეულობას უკავშირებს.
როგორ ბერძენიშვილმა From.ge-ს განუცხადა, თუ კი სადმე გაჩნდება და ვინმეს ექნება იმის მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ახალ ხელისუფლებას გადააბრალოს, ეს მხოლოდ სახუმაროდ შეიძლება ჩაითვალოს.
მისივე თქმით, ახალ ხელისუფლებას ჯერ არანაირი მართვის მექანიზმი და ბერკეტი არ გააჩნია ასეთი ფაქტების სამართავად და აღნიშნა, რომ ამისათვის ჯერ კონკრეტული პროცედურების გავლაა საჭირო.
„ჩვენ ეხლა გამარჯვებულები ვართ, თუმცა ეს ჯერ მორალურია, პრაქტიკაში გადასაყვანად ჯერ კიდევ ორი კვირაა საჭირო. სანამ არ შეიკრიბება პარლამენტი, სანამ არ ცნობენ უფლებამოსილებას და სანამ არ დავამტკიცებთ მთავრობას, მანამ ქვეყანაზე კონტროლის გაწევა მხოლოდ მორალურად შეგვიძლია. საუბარი ისეთ საკითხებზე, რომ ჩვენ გვინდოდა ქურდების სამყარო და მათი დაბრუნება ზღაპრები იყო და სასაცილოა. ეს თვითონაც კარგად იციან და ამის ახსნას საზოგადოებისთვისაც კარგად ახერხებენ. თუმცა რატომ არ დაბრუნდნენ ეს ქურდები და რატომ ვერ დაბრუნდებიან, ეს ჩემი სალაპარაკო არ არის. ამას დავით დარჩიაშვილი მოუყვება ქართველ ხალხს და მალე აღნიშნავს, რომ შეფასებებში აჭარბებდნენ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ინციდენტები მალე აღმოიფხვრება.
მისივე თქმით, ფაქტების 2-3 დღიანი კოლაქსი უკვე შემცირების ფაზაშია. ბერძენიშვილის აზრით, ეს ვერ იქნებოდა განხორციელებული ცენტრალიზებული ხელისუფლების მხრიდან, რადგან მისი თქმით, ეს ხელს არც ხელისუფლებას არ აძლევს.
„მართლაც რომ ჩაიშალოს პროცესები და ახალი არჩევნები დაინიშნოს, მაშინ ისინი ხელისუფლებაში, პარლამენტში და ოპოზიციაშიც კი ვერ მოხვდებიან“, - დასძინა