მთავრობის კანცელარიაში მოქმედი ხელისუფლებისა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი მონაწილეობენ, ხელისუფლების მხრიდან კი - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე და პავლე კუბლაშვილი.
მხარეები მთავრობის კანცელარიაში ერთდროულად მივიდნენ და ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ ერთამანეთს.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრის ამსახველი პროტოკოლური ვიდეოკადრების გადაღება ერთმა ქართულმა და ერთმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენელმა შეძლო.
რაც შეეხება ფოტოკორესპონდენტებს, შეხვედრაზე მხოლოდ „როიტერის“ ფოტორეპორტიორი დაუშვეს.
მხარეებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.