სტოკჰოლმში 2013 წელს გაიხსნება მუზუმი, რომელიც ლეგენდარულ ჯგუფს ABBA-ს მიეძღვნება.
ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილის ბიორნ ულვეუსის სიტყვებით, მუზეუმი იქნება „სიტყვები გალერეა“, შვედური მუსიკისათვის. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება მუსიკოსების პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მუსიკალური ინსტრუმენტები და ა.შ.
„აბბა“ 2009 წლიდან 2011 წელამდე იმყოფებოდა ტურნეში ევროპასა და ავსტრალიაში, რომელიც ფილმი „მამა მიას“ წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ დაიწყო.
ბიორნ ულვეუსმა აღნიშნა, რომ დიდი იმედი აქვს, რომ აპრილში დაგეგმილ მუზეუმის გახსნაზე ჯგუფი სრული შემადგენლობით გამოჩნდება. მისი თქმით, „აბბა“ სცენაზე დაბრუნებას არ გეგმავს.
ABBA იყო შვედური პოპ/როკ ჯგუფი, ჩამოყალიბებული სტოკჰოლმში 1972 წელს. მასში შედიოდნენ აგნეტა ფელტსკუგი, ბენი ანდერსონი, ბიორნ ულვეუსი და ანი-ფრიდ ლიუნგსტადი. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც 1972-1982 წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა. ისინი ასევე ცნობილები არიან ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე 1974 წელს გამარჯვებით, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ABBA ასევე ითვლება კონკურსში მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად.
ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და ცნობილია, რომ წელიწადში დამატებით დაახლოებით მილიონი დისკი იყიდება.[1][2] ამრიგად ABBA არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური კოლექტივი და რიგით მეორე ყველაზე გაყიდვადი მუსიკის ისტორიაში, ბითლზის შემდეგ. ABBA იყო პირველი პოპ ჯგუფი, რომელიც წარმოშობით არაინგლისურენოვანი ქვეყნიდან იყო და მნიშვნელოვანი წარმატება იქონია ინგლისურენოვან ქვეყნებში, მათ შორის ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და ფილიპინებზე. ჯგუფს ასევე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ABBA-მ ამ ქვეყნებისათვის სპეციალურად ჩაწერა კრებული ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი ვერსიებით.
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. 1979 წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, 1981 წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა უფრო მეტი თვითანალიზით სავსე ტექსტებით.
1983 წლის დასაწყისში დაშლის შემდეგ ანდერსონი და ულვეუსი განაგრძობდნენ სცენისათვის მუსიკის შექმნას, ხოლო ლიუნგსტადი და ფელტსკუგი სოლო კარიერებით დაკავდნენ, რომლებსაც შერეული წარმატება ხვდა წილად. ABBA-ს მუსიკის პოპულარობამ ოდნავ იკლო, მაგრამ ფილმებში „პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები“ და „მიურიელის ქორწილი“ მათი სიმღერების შეტანის შემდეგ ინტერესმა კოლექტივის მიმართ კვლავ იმატა. ამას მოჰყვა არაერთი ჯგუფის შექმნა, რომლებიც ABBA-ს მუსიკას უკრავდნენ. 1999 წელს ABBA-ს მუსიკა ადაპტირებული იქნა წარმატებული მიუზიკლისათვის Mamma Mia!, რომელმაც მსოფლიო მოიარა. მის მიხედვით გადაღებული იქნა ფილმი, რომელიც 2008 წელს გამოვიდა ბრიტანეთში წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. 2010 წლის 15 მარტს ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.