გიგი უგულავა: არჩევნები  ზოგისთვის იმედებით, ზოგისთვის  იმედგაცრუებით, ზოგისთვის  მოლოდინებით, ხოლო  ზოგისთვის წარსულში დაბრუნების  საფრთხით დამთავრდა

გიგი უგულავა: არჩევნები ზოგისთვის იმედებით, ზოგისთვის იმედგაცრუებით, ზოგისთვის მოლოდინებით, ხოლო ზოგისთვის წარსულში დაბრუნების საფრთხით დამთავრდა

თბილისის მერმა  გიგი უგულავამ მოსწავლე-ახალგაზრდობის ბაღის დათვალიერების შემდეგ,  განაცხადა, რომ  დღეს მთავარია, ყველანი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას დაუბრუნდნენ.

„არჩევნები დამთავრდა ზოგისთვის იმედებით, ზოგისთვის - იმედგაცრუებით, ზოგისთვის - დიდი მოლოდინებით, ზოგისთვის –-წარსულში დაბრუნების საფრთხით, მაგრამ დღეს მთავარია, რომ ყველანი ჩვენი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას დავუბრუნდეთ. ეს პარკი არსებობს უკვე მესამე საუკუნეა, თუმცა კაციშვილი აქ არ შემოსულა. ის გაშენდა სასახლესთან ერთად და რუსეთის მეფინაცვლის ბაღი იყო და აქ ხალხი ვერ შემოდიოდა, შემდეგ ის სამი წლის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ბაღი იყო, მაგრამ ხალხი მაშინაც ვერ შემოდიოდა, შემდეგ კომუნისტების პერიოდში ცეკა-ს ბაღი იყო და მაშინაც ვერ შემოდიოდა ხალხი, ვერც დამოუკიდებლობის პერიოდში შემოდიოდნენ და მე მიხარია, რომ რუსთაველის გამზირის ეს ლამაზი და მყუდრო ადგილი დღეიდან ხალხისთვის იქნება და მუდმივად ასე გაგრძელდება“,- განაცხადა უგულავამ.