დავით ზურაბიშვლი: პატივცემულო ოპოზიციავ, რაოდენ სასიამოვნოა მიშისტების ასე მოხსენიება!

დავით ზურაბიშვლი: პატივცემულო ოპოზიციავ, რაოდენ სასიამოვნოა მიშისტების ასე მოხსენიება!

პოლიტიკური კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი „პატივცემულ ოპოზიციას“  „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას ზურაბიშვილი „facebook“ -ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„პატივცემულო ოპოზიციავ, რაოდენ სასიამოვნოა მიშისტების ასე მოხსენიება! რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა პოლიტიკაში, მთელი ნაცელიტა მინისტრების, პროფესორების თუ ჩინოსანთა ცოლების ჩათვლით გაიძახოდა სულელიაო, გიჟიაო, გოიმიაო, მაგან მილიარდები როგორ იშოვაო, რეებს ლაპარაკობსო, რა ხალხი შემოიკრიბაო და ა. შ. არადა მხოლოდ ფაქტებით რომ შემოვიფარგლოთ - შარშან, გაჯეჯილებული ხელისუფლების და მომსპარი ოპოზიციის ფონზე გამოვიდა ეს კაცი და თქვა: მე შევქმნი ოპოზიციურ ერთობას, გავიმარჯვებ საპარლამენტო არჩევნებში და გავუშვებ ამ ხელისუფლებასო. შეასრულა? შეასრულა! ჰოდა, შერეკილების ერთი პერსონაჟისა არ იყოს, ვინ ყოფილა ახლა გამოშტერებული: თქვენ თუ ის?“ - ნათქვამია განცხადებაში.