კოალიცია“ ქართული ოცნების“ წევრის, ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, სანამ ქვეყანაში ხელისუფლების გადაბარება მოხდება, პასუხისმგებლობა მოსახლოეობის უსაფრთხოებაზე მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
„ნაბიჯები, რაც მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობას ეხება – მოქალაქეების უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, მათ უნდა გადადგან. ჩვენ მათ მოვუწოდებთ, ვიდრე ხელისუფლების გადაბარების პროცესი დასრულდება, იქამდე თავიანთი პასუხისმგებლობა აღასრულონ. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მაქსიმალურად მალე უნდა დასრულდეს, რათა სიცხადე იყოს უწყებებში, ხოლო მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ფინანსურ ოპერაციებზე, ტრანზაქციებზე კონტროლი იყოს დროული და ეფექტური",-განაცხადა პეტრიაშვილმა ბოლო დღეებში