ბათუმის ახალი მერი ჯემალ ანანიძეა

ბათუმის ახალი მერი ჯემალ ანანიძეა

ბათუმში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ბათუმის ახალ მერად ჯემალ ანანიძე აირჩიეს. კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 17 დეპუტატმა, 3 კი, წინააღმდეგ იყო.

საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ბათუმელებისთვის" წევრები ბათუმის მერის მოკლე ვადაში დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ.

"რა საჩქარო იყო, ერთ საათში მოიწვიეს ბიურო, შემდეგ საკრებულოს სხდომა დანიშნეს და დაამტკიცეს მერი, მაშინ როცა კანონი არ ზღუდავდა ჯემალ ანანიძეს, ყოფილიყო მერის მოვალეობის შემსრულებელი. ნაჩქარევად, ემოციების ფონზე მიიღეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა" ირაკლი ჩავლეიშვილმა.

რაც შეეხება ჯემალ ანანიძეს, ახალი მერი  პირობას იძლევა, რომ გუნდური მუშაობით გავაგრძელებთ დაგეგმილი პროექტების დასრულებას.

ჯემალ ანანიძე 2010 წლიდან ბათუმის მერის მოადგილედ მუშაობდა, მანამადე კი, მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი იყო.

ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობდა, რის გამოც თანამდებობა დატოვა.