ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის კრედიტორები ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მოსახლეობის განცხადებით, მათ ბინებში გადახდილი ქვითრებიც და სათანადო დოკუმენტაციაც ხელში უჭირავთ, თუმცა მერიამ მათი ფულით აშენებულ ბინებში უკანონოდ ჩასახლებული ბარაკების მობინადრეები შეასახლა.
„შევხვდით ლევან ვარშალომიძეს, რომელიც დაგვპირდა ჩვენს გვერდზე დადგომას და მოგვატყუა, შევხვდით ვაჟა ბოლქვაძესაც, ფინანსთა სამინისტროშიც ორი კვირაა დავდივართ, მაგრამ ყველამ მოგვატყუა, რატომ უნდა შევიდნენ ჩვენი ფულით აშენებულ ბინებში ბარაკების მაცხოვრებლები? ხელისუფლებამ აუშენოს მათ ბინები. ესენი კიდევ კენჭს იყრიან და კიდევ ხალხის ნდობა უნდათ?“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.