სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები გეგმებზე ისევ ვერ საუბრობენ

სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები გეგმებზე ისევ ვერ საუბრობენ

სააპელაციო სასამართლოში საჩივრებს განიხილავენ. პარალელურად ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ლიდერები ისევ ვერ საუბრობენ კონკრეტულ გეგმაზე. აქციაზე არ ჩანს ნიკა გვარამია, რომელიც კარვებს აგროვებდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავარია პროტესტი და გეგმაზე ვერაფერს იტყვის.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ გეგმებს აქციის მიმდინარეობის დროს იტყვიან.

„ამა ჩვენ უკვე გეტყვით, აქციის მიმდინარეობის დროს, რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით კი, „ყველაფერი რა თქმა უნდა, არის“ და შესაბამის დროს იტყვიან.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილებს აცნობა, რომ დაელოდებიან, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს სასამართლო და შემდეგ ერთად გადაწყვეტენ, როგორ იმოქმედონ.