„კომისიაში ოპოზიციის სახელით მონაწილეობას არ ვაპირებდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ არჩევნების დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მივეცი, ვინაიდან სიაში არ ვიყავი“ - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არჩევნების დღეს იხსენებს

„კომისიაში ოპოზიციის სახელით მონაწილეობას არ ვაპირებდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ არჩევნების დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მივეცი, ვინაიდან სიაში არ ვიყავი“ - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი არჩევნების დღეს იხსენებს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ზურაბ ძებისაშვილი „ქრონიკასთან“ იხსენებს, როგორ ვერ შეძლო მან არჩევნებზე ხმის მიცემა იმის გამო, რომ სხვა უბანზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლად იყო დაფიქსირებული.

„დამირეკეს საარჩევნო უბნიდან, მჭადიჯვრიდან და ერთ-ერთი ქალბატონი მეუბნება, რატომ არ გამოცხადდი უბანზე და რატომ არ იღებ მონაწილეობას მორიგეობაშიო. მე განვუმარტე, რომ იმ დღეს ვერ ვახერხებდი, ვინაიდან რაღაც პატარა პრობლემა მქონდა, დავრეკავდი „ქართულ ოცნებაში“ და ვთხოვდი, რომ მივიდოდი მეორე დღეს. მან მითხრა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ უნდა დამერეკა, ვინაიდან მე „ქართული ოცნებიდან“ არ ვიყავი წარმომადგენელი კომისიაში და ვიყავი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან. მე მას ავუხსენი, რომ კომისიაში ოპოზიციის სახელით მონაწილეობას არ ვაპირებდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ არჩევნების დროს მივედი ჩემს საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მივეცი, ვინაიდან სიაში არ ვიყავი“, - განაცხადა ზურაბ ძებისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ის სქემები გააცნო, რომლებითაც, მისი განმარტებით „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ხმებს იპარავდნენ. კერძოდ, მდინარაძემ ერთ-ერთ სქემად „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩევლების სხვა უბნებზე საკუთარ წარმომადგენლებად დარეგისტრირება დაასახელა.