26 წლის ნიკოლ მინეტიმ პოდიუმზე ერთხელ გავლით, დაამტკიცა, რომ ლომბარდიის რეგიონალურ პარლამენტის ყველაზე სექსუალური ქალბატონია.
მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებაზე, თეთრეულის მოდური ბრენდის Parah-ის პროდუქცია ლომბარდიის პარლამენტის დეპუტატმა ნიკოლმა წარადგინა, ის პოდიუმზე ნახევრად შიშველი გამოვიდა და უნაკლო სხეულით დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
პროფესიით სტომატოლოგი, ნიკოლ მინეტი სილვიო ბერლუსკონის, (იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი) პირადი სტომატოლოგი იყო და ცნობილიც მისი მფარველობით გახდა.
დღეს იტალიის მაღალი წრის საზოგადოება არ კამათობს იმ თემაზე, რომ ნიკოლი მთელ იტალიაში ყველაზე სექსუალური სტომატოლოგია. ეს მოდის კვირეულზე ყველამ ერთხმად და თამამად აღიარა.
რაც შეეხება ნიკოლს, ის აღნიშნავს, რომ ყოველთვის ჰქონდა პოდიუმზე გავლის სურვილი. „ვფიქრობს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა და მოდა ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული სფეროებია, მათ რაღაც საერთო მაინც აქვთ, ჩემი აზრით, პოლიტიკაც კი ქმნის გარკვეულ მოდას“-ამბობს ნიკოლი.