კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ეკა ბესელიას შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა და ყველა თანამშრომლმა მხარდჭერა გამოუცხადა.
შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ თანამშრომლებმა თავიანთი პოზიცია საჯაროდ კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ბესელიას პრესსამსახურში აცხადებენ, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელევიზიით გავრცელებული პატიმრების წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, სულ უფრო აქტიურად გადადიან საჯარო მოხელეები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარეს.
მათივე ინფორმაციით, შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ როდესაც საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლის ბედი წყდება, ნეიტრალურობა და დუმილი დანაშაულია.
„ჩვენ ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები ვგმობთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩედენილ და სხვა ძალადობის ფაქტებს, სოლიდარობას ვუცხადებთ პატიმრებს და ვუერთდებით კოალიცია „ქართულ ოცნებას. ჩვენ ვერ ვიდგებით იქ, სადაც ძალადობაა; ჩვენ ვერ ვიდგებით იქ, სადაც ამდენი ტყიული და სიყალბეა, სადაც უწმინდესს პატივს არ სცემენ და სადაც კრიტიკული აზრი მტრობასთან ასოცირდება “, - განაცხადა შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ დირექტორმა გრიგოლ რუხაძემ.
მედიკოსების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება გუშინ და დღეს არ მიუღიათ. უბრალოდ, პოზიციის საჯაროდ გამოცხადება დღეს მოხდა.
შპს „ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების პირობებში ღვთის ხატება - ადამიანი მეორე ხარისხოვანია, ხოლო ასფალტი და ფასადებშელამაზებული შენობები მთავარი. ამიტომ, მედიკოსებისთვის არჩევანი რთული გასაკეთებელი არ არის.
რაც შეეხება, ბესელიას, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ექიმები ძალადობას ემიჯნებიან და გმობენ იმ სისასტიკეს, რომელიც ციხეებში და მთლიანდ ქვეყანაში დაამკვიდრა ხელისუფლებამ.
„ არჩევნებამდე ორი დღე დარჩა და ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების პოზიციის საჯაროდ გამოკვეთა, რომლებსაც საზოგადოების მხარდაწერა აქვთ. მივესალმები ამ ადამიანების პოზიციას. იცით, რომ ეს არის სახელმწიოფო შპს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა“, - აღნიშნა მან.