ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მხოლოდ რამდენიმე პატიმარი შიმშილობს, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან დღეს ქართულ საპატიმროებში ძალიან ბევრი მათგანი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას.
„დღეს თუ კიდევ ვინმეს სჯერა გიორგი ტუღუშის და მისი ინფორმაციის, ეჭვი მეპარება. ქართულ საპატიმრეობში ძალიან ბევრი პატიმარი შიმშილობს. შიმშილობენ გლდანის #8 საპყრობილეში, ქსნის კოლონიაში, რუსთავის #17 საპყრობილეში.
რაც შეეხება ბადრაგებს, ბევრი მათგანი მართლაც არ არის გათავისუფლებული. მე-7 საპყრობილეში, მაგალითად ისევ ის ხალხია, ვისაც არაერთხელ მიუღია პატიმართ წამებაში მონაწილეობა“,- აცხადებს აფციაური.