პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი გუშინ, მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდებს ბიერნ ბორგისა და ილიე ნასტასეს შეხვდა.
შეხვედრას ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველიც დაესწრო.
საუბარი ქართულ ჩოგბურთის მომავალსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო. ჩოგბურთელების განცხადებით, დაუშვებელია ის, რაც ქართულ სპორტში ხდება, როდესაც ნადგურდება ჩოგბურთის კორტები.
ამასთან, სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქართულ ჩოგბურთს დიდი მომავალი ექნება.