დღეს დაგეგმილ კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
კონკრეტულად, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია სასტუმრო „რედისონიდან“ თავისუფლების მოედნის ჩათვლით .
რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო ჯგუფები მუშაობენ.
მათი განცხადებით, ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. მათ შორის, სცენის მონტაჟი თავისუფლების მოედანზე.
თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული სცენიდან გამომსვლელების მოსმენა რუსთაველის გამზირის ნებისმიერი ადგილიდან იქნება შესაძლებელი. საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, ყოველ 30 მეტრში განთავსდება ხმის გამაძლიერებლები და მანქანები, რომლებზეც მონიტორები იქნება დამონტაჟებული.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ დღეს თბილისსა და ქუთაისში აქციას გამართავს. აქციები საქართველოს ორ ქალაქში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება.