პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარტია „საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებული შემაჯამებელი ოქმის შესაბამისად, ბარიერგადალახულ პარტიათა შორის იყო პარტია „საქართველოსთვის“, რომელსაც პარლამენტში 12 მანდატით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ, მათ არ ისარგებლეს ამ მანდატებით და საგაზაფხულო სესიის 26-ვე სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ყოველი მომდევნო სესიის სხდომების ნახევარზე მეტის არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება.

პარლამენტმა თორმეტივე დეპუტატის მიმართ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დადგენილების პროექტებს ცალ-ცალკე უყარა კენჭი.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მარბიელი მასკარადია :) თავში რატომ მიანიჭეთ? უნდოდა ვინმეს? საჯარო "არ მინდა" არაფერია? მანდატი, ან ხელფასი აიღო ვინმემ?
ართმევთ იმას, რაც არც არავის აუღია
12 საათის უკან