ევროპის უმაღლესი კინოაკადემია ბრიტანელ მსახიობ ჰელენ მირენს კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საპატიო ჯილდოს გადასცემს.
ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების 25-ეცერემონია მალტაში 2012 წლის 1 დეკემბერს გაიმართება. მირენი ღონისძიების საპატიო სტუმარი იქნება.
ჰელენ მირენის ბოლო ფილმი,ბიოგრაფიულ დრამაა, სახელწოდებით „ჰიჩკოკი", ფილმის რეჟისორია საშა ჯერვასი. მთავარ როლს ფილმში ენტონი ჰოპკინსი ასრულებს, მირენი კი კინემატოგრაფისტის მეუღლეს განასახიერებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ სკარლეტი ოჰანსონი და ჯესიკა ბილი. ფილმის პრემიერა ჯერ არ შემდგარა, როგორც ამბობენ საზოგადოებას მისი ნახვის შესაძლებლობა ამ წლის ნოემბერში ექნება.