კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის თანამშრომლის შვილი დავით ცისკარიშვილი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს და უმოწყალოდ სცემეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის გვერდზე ავრცელებს.
როგორც დაზარალებული ამბობს, უცნობმა პირებმა ის მანქანით გაიტაცეს, კუკიაზე აიყვანეს და დაემუქრნენ, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დავით ცისკარიშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა, მას ხელებზე მანქანით გადაუარეს.