მფრინავი იმედა მაისურაძე: სამხედრო პოლიციაში ტერორი ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ყველას ატერორებდნენ. ასე გვეუბნებოდნენ - მოკუნტული უნდა იარო, ყველაფერი უნდა აიტანო. ეს იყო მათი მიდგომა

მფრინავი იმედა მაისურაძე: სამხედრო პოლიციაში ტერორი ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ყველას ატერორებდნენ. ასე გვეუბნებოდნენ - მოკუნტული უნდა იარო, ყველაფერი უნდა აიტანო. ეს იყო მათი მიდგომა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მფრინავ, იმედა მაისურაძეს უსმენენ, რომელიც 2006 წლის ივლისის კოდორის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

სამხედრო პოლიციაში ტერორი ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა. გვეუბნებოდნენ -  „მოკუნტული“ უნდა იარო, ყველაფერი უნდა აიტანო. ეს იყო მათი პრინციპი. შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ ყველას დაემორჩილებინათ შიშით. ოფიცერი, რომელიც ჩურჩულით იწყებს საუბარს – ის უკვე ოფიცერი აღარ არის, - აღნიშნა მაისურაძემ. 

საგამოძიებო კომისიის წევრის კითხვაზე, დარჩებოდა თუ არა ქვეყანა ავიაციის გარეშე, მაისურაძის პასუხი იყო: „რა თქმა უნდა დარჩებოდა, და ისინი  [მაშინდელი ხელისუფლება] მზადაც იყვნენ, რომ ასე მომხდარიყო.“

„სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, ფაქტობრივად არც ვიცნობდი, მაგრამ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ესწრებოდნენ მთელი ამ პროცესის მიმდინარეობას, მათ შორის დავალების მიღებასაც. რაც შეეხება ზეზვა ბაკურიძის საქმეებს, ერთ-ერთი განსაკუთრებით აქტიური სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი სუხიტაშვილიც იყო. მასთან შეხება უკვე თბილისში მქონდა.

ტერორიზება პირადი შემადგენლობისთვის ჩვეულებრივ ამბად ითვლებოდა – ატერორებდნენ ყველას. “მოკუნტულს” უნდა გევლო და თავი გექნია ყველაფერზე – ეს იყო მათი პრინციპი. მაშინ ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მოტივირებული იყვნენ იმაზე, რომ ყველას დაეტერორებინათ. ოფიცერი, რომელიც ჩურჩულით იწყებს საუბარს, ოფიცერი აღარ არის.

რა თქმა უნდა, დარჩებოდა და ისინი მზად იყვნენ, რომ ასე მომხდარიყო“ - განაცხადა მაისურაძემ.