სამტრედიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მომხრეებმა კოალციის შტაბის უფროსის ავთო თევზაძის დაკავება გააპროტესტეს.
სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კალაძემ მოსახლეობას მიმართა და პირობა მისცა, რომ „ქართული ოცნება“ თითოეული მათგანის, სოფლისა და ოჯახისთვის ბევრ რამეს გააკეთებს.
„მინდა იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ბოლომდე ვიდგები თქვენს გვერდით, ჩემი მხრიდან არ იქნება ღალატი, ერთი პატარა ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული. უფლება არ მაქვს არ შევეხო იმ უკანონო დაკავებებს, რაც ჩვენს რაიონში და მთელ საქართველში ხორციელდება. ჩვენი მოძალადე ხელისუფლება კარგად ხედავს, რომ მათ რამდენიმე დღე დარჩათ, მიდის დაშინებები, რეპრესიები და ძალადობა ამ ხელისუფლების მხრიდან. დააკავეს უპატიოსნესი ადამიანი, მეოჯახე, გულანთებული მამულიშვილი ავთო თევზაძე. ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ ერთად, თქვენი სოფლისთვის, თითოეული თქვენთაგანისთვის, თქვენი ოჯახისა და ჩვენი რაიონისთვის. მინდა იყოთ დარწმუნებულები, რომ თქვენ მარტო არ ხართ, თითოეული თქვენი ოჯახის უკან დგას „ქართული ოცნების“ უზარმაზარი