სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ლექსო კობაიძის განცხადებით, აქციები პერმანენტულად გაიმართება, ვიდრე ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება არ გამოსწორდება და პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამებაში მონაწილე ყველა დამნაშავე არ დაისჯება.
ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია ხვალ, 17:00 საათზე განახლდება.