უგულავა ხერხეულიძით, ბარამიძე მელაძით, კვეზერელი დოლით და, რა თქმა უნდა, გოროზია საყვირით. მთლად საყვირიც არ არის, ვუვუზელაა - სამხრეთ აფრიკიდან მთელი მსოფლიო რომ შეაწუხა. გოროზია კლაიპედადან აწუხებს საქართველოს.
ფოტოებზე, ასევე, ხედავთ ეკა ხერხეულიძეს და ნუგზარ წიკლაურს - „ხალხის მიერ არჩული კანონიერი ხელისუფლების“ ღირსეულ წარმომადგენლებს.
იქვე ჩანს გია ბარამიძე. ბარამიძე გვანიშნებს, გავიმარჯვეთო. ბარამიძე 1992 წლიდან ხელისუფლებაშია. ამ ოც წელიწადში საქართველო დამარცხდა ყველგან. მხოლოდ ბარამიძეა ყველგან რომ იმარჯვებს.
კარგად დააკვირდით, დოლიანი ბავშვი ბაკურ კვეზერელია - ჰიბრიდული სიმინდის ტარო.
სათვალიანი, ალბათ, მელაძეა - საბურთალოს მაჟორიტარი.
მსუქანი და შეღებილი არის ხათუნა გოგორიშვილი.
გიგი უგულავა ორივე ფოტოზე ჩანს. ერთ ფოტოზე მაისური აცვია წარწერით „GEORGIA“, მეორე ფოტოზე კი ტყავის ქურთუკი აცვია და „GEORGIA“ აღარ აწერია. ალბათ, პირველი ფოტო გამარჯვების შემდეგ არის გადაღებული, ხოლო მეორე ფოტო მას შემდეგ, რაც რუსეთთან დავმარცხდით.
ორივე ფოტოზე ზეიმია. კვეზერელი იკლაკნება, გოროზია დუდუკს წოვს. გოგორიშვილი იბერება. პირველ ფოტოზე უგულავა ოდნავ უკანა პლანზეა, მელაძეს და ბარამიძეს ოდნავ წინ ვხედავთ. ისინი ჩაკუზვას აპირებენ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წევრს ჩაკუზვა არ შეშვენის.
ორივე ფოტოზე ზეიმია. რას ზეიმობენ?
ეზეიმებათ და ზეიმობენ. 2008 წლის 12 აგვისტოსაც ზეიმობდნენ. მაშინაც ეზეიმებოდათ.
მაშინ სარკოზის იმედი ჰქონდათ და ყვიროდნენ „სარკო, სარკო“.
კლაიპედაში ფაჩულიასი ეიმედებოდათ და ალბათ ერთხმად გაიძახოდნენ: „ფაჩუ, ფაჩუ“.
იქვე გოგონებიც ჩანან - ს კარაბლია ნა ბალ, ანუ სოლარიუმიდან კლაიპედაში.
გიყიდი, გიყიდი ფაჩუჩებს, ჩიმ-ჩაირა-ჩაირა.
ფაჩუჩები... მიშას ფაჩუჩები...