"ბაჩო ახალაია და მისი ხელქვეითები წელიწადში 200-ზე მეტ "სისხლიან პარასკევს" აწყობდნენ". ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა ვლადიმერ ბედუკაძემ მედიაკავშირ “ობიექტივის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ბედუკაძის თქმით, "სასჯელაღსრულების სისტემაში, ყოველ პარასკევს ე.წ. "წითელი პარასკევი" ეწყობოდა და სისხლის გუბეები დგებოდა საკნებში. სააკაშვილის სისხლიანი ხროვის წევრები უმოწყალოდ სცემდნენ და აწამებდნენ პატიმრებს".
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ქართულ ტელესივრცესა და სოციალურ ქსელებში საქართველოს ციხეებში მყოფი პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.