სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
როგორც from.ge-ს საპატრიარქოში განუცხადეს შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
"შეხვედრა კარგა ხნის დაგეგმილი იყო და ის გაცნობით ხასიათს ატარებდა იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობებს. პატრიარქმა სთხოვა საქართველოში აშშ-ის ელჩს და, ზოგადად, უცხოელ დამკვირვებლებს, რომ ძალიან გამჭვირვალედ იმოქმედონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ იმაში, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს", - აღნიშნა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
საუბრის დროს უწმინდესი და ამერიკელი დიპლომატი შეეხნენ პატიმართა წამებისა და შეურაცხყოფის მტკივნეულ თემას, რაზეც მხარეებმა, ერთნაირი პოზიცია დააფიქსირეს.