"საქართველოს გზა“ გლდანის N-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებააში პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ეხმაურება.
ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც მომხდარი ფაქტის ხელმძღვანელ პირთა და უშუალო შემსრულებელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
ასევე პარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს თავისი პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ხელისუფლების მხრიდან ადამიანებზე ძალადობის, წამების, მკვლელობის უამრავი ფაქტები. მათ შორის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მოვითხოვთ დადგეს ხელმძღვანელ პირთა და უშუალო შემსრულებელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.. უნდა დაისაჯოს ყველა ამ ამაზრზენი ძალადობის მონაწილე. მაგრამ აღარ გამოვა ჯოხის მხოლოდ მეისრეზე გადატეხვა. ეს არ არის ცალკეული თანამშრომლების გადაცდომა ან თანამდებობის ბოროტად გამოყენება. ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა, ეს არის სააკაშვილის დაკვეთა. ნულოვანი ტოლერანტობა, ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მტერია, , კლასების განადგურება, ეს ის სიტყვებია რომელთაც დიდი ხანია მოჰყვა ქმედება და ამ ქმედების შედეგია ისსაშინელი კადრებიც
ნორმალურ ქვეყანაში ამას მთავრობის გადადგომა მოჰყვებოდა, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ქვეყანა მაგრამ ვიბრძვით ასეთი ქვეყნისთვის. ამიტომ რაც არ უნდა გვიმძიმდეს აუცილებელია, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომამვლისთვის, იმ ადამიანებისთვის რომლებიც სააკაშვილის ჯურღმულებში იტანჯებიან შევძლოთ და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე. გუშინდელმა კადრებმა სააკაშვილს ბოლო მხარდამჭერი გამოაცალა, დარჩა მხოლოდ კრიმინალთა ჯგუფი და ისინი ვინც ხელისუფლების ყველა ქმედებას გაამართლებს.
პარტიასაქართველოს გზა უერთდება და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყველა საპროტესტო აქციაში რათა დავიცვათ რეჟიმის ძალადობისგან ჩვენი ძმები და დები, ჩვენი შვილები.
მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს დააფიქსირონ თავისი პოზიცია და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები რათა შეწყდეს ადამიანთა წამება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.