პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით ფილარმონიასთან გუშინ დაწყებული აქცია დღეს განახლდა

პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით ფილარმონიასთან გუშინ დაწყებული აქცია დღეს განახლდა

გლდანის N8 საპყრობილეში გუშინ პატიმართა მიმართ განხორციელებულ  არაადამიანური ფაქტებთან დაკავშირებით,  ფილარმონიასთან აქცია უკვე დაიწყო.აქციაზე სსვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, პატიმართა არაადამიანური მოპყრობის გამო აუცილებელია ბაჩ ახალაიას, ხათუნა  კალმახელიძის და დიმიტრი შაშკინის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. 

„ვინაიდან ისინი მონაწილეები არიან ამ სისტემის შექმნისა და ციხეებში პატიმართა წამების ფაქტებიც წლებია გრძელდება და დღესაც მიმდინარეობს, აუცილებელია ქვეყნის პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი გადადგეს თანამდებონიდან, ვინაიდან მსგავსი ფაქტის შემდეგ ნებისმიერი ევვროპული ქვეყნის ლიდერი აუცილებლად გადადგებოდა“, - განაცხადა მჟავანაძემ.

რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ხათუნა კალმახეძის გადადგომას, მისი თქმით, კალმახელიძე პაიკია და მას არავინ არაფერს არ ეკითხება.

მჟავანაძის განცხადებითვე, დანაშაულის ამსახველი მტკიცებულებები უკვე სახეზეა და შესაბამისად ამ ფაქტში მონაწილე დამნაშავე პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილენლად უნდა დადგეს.