დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხათუნა კალმახელიძე განტევების ვაცად არ გამოდგება

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ხათუნა კალმახელიძე განტევების ვაცად არ გამოდგება

"ერთობა სამართლიანობისთვის“ ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ის კადრები, რაც გუშინ მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელდა ნამდვილი მარაზმია და აღნიშნა, რომ ეს მთავრობის და ხელისუფლების იმპიჩმენტის დასაყენებლად საკმარისი საფუძველია.

როგორ ლორთქიფანიძემ From.ge -სთან საუბარში განაცხადა, ამ შემთვევაში თანამდებობიდან მხოლოდ  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის გადაყენება არ არის საკმარისი.

„განტევების ვაცად კალმახელიძე არ გამოდგება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ციხის სადამსჯელო ინსტრუმენტს ხელმძღვანელობს ბაჩო ახალაია. ის და მისი სხვა კოლეგები კარგად  გაწვრთნილი ჯალათები არიან, რომლებიც  ბაჩო ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით მიხეილ სააკაშვილის დაკვეთას ასრულებენ. ისინი ჯოჯოხეთური სისტემის მმართველები არიან და ვარდების რევოლუციის შემდეგ გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის დღიდან დღემდე ამ ფორმით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველა ამ პირის პასუხისმეგბლობის საკითხის დაყენება.

მისივე თქმით, გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოს ეს მისთვის მოულოდნელობა იყო, სიცრუეა. ლორთქიფანიძის განმარტებით, მათ მიერ აღნიშნული საკითხები არაერთხელ წამოწეულა წინა პლანზე და ხელისუფლებისთვის პატიმრის წამებასთან დაკავშირებული საკითები არაერთხელ გასაჯაროებულა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამაზე რეაგირება არცერთ კომპეტენტურ ორგანოს არ მოუხდენია.

„დღეს წამებაში მხილებული ვიქტორ ყაჭეიშვილი, N8 დაწესებულების ადმინისტრაციის მოხელე, მხილებული იყო ვახტანგ მაისაიას წამების ფაქტზეც. მაშინ პრეზიდენტს არანაირი კომენატრი რ გაუკეთებია ამასთანდ აკავშირებით და არც კი გამოხამაურებია საერთოდ. დღეს კი „ნაციონალური მოძრაობა“ სრულ აგონიაში“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

მისივე ინფორმაციით, გადაღებებში მხილებული ციხის ადმინისტაცრიის ერთ ერთი მოხელე სავარაუდოდ აღნიშნული კადრების გადაღების გამო დააკავეს, რომელიც მისი თქმით, ამ ეტაპზე მოდულის შენობაში ყავთ.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა მასზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლები“, - დასძინა მან.