"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს საქართველოს მასშტაბით აქციებს - „ეს უნდა დამთავრდეს" გამართავს.
აქციები სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან 13:00 საათზე დაიწყება.
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცოტნე ზურაბიანის განაცხადებით, აქცია თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან გაიმართება. პარალელურ რეჟიმში კი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდები საქართველოს მასშტაბით არსებულ დაწესებულებებთან გააპროტესტებენ პატიმართა მდგომარეობას.
მან ახალგაზრდებს აქციისთვის შეერთებისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ ყველა ახალგაზრდას, გამოვიდნენ აქციაზე, რათა ჩამოვრეცხოთ საქართველოს ის სირცხვილი, რომელსაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი. პატიმრებს კი ვუთხრათ, რომ ამ უსამართლობამდე მხოლოდ 10 დღე დარჩა", - განაცხადა მან.