სტუდენტები  პატიმრების წამების ფაქტების გასაპროტესტებლად  აქციას გამართავენ

სტუდენტები პატიმრების წამების ფაქტების გასაპროტესტებლად აქციას გამართავენ

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტები პატიმრების წამების ფაქტების გასაპროტესტებლად აქციას გამართავენ.

აქცია თსუ-ის პირველ კორპუსთან დღეს,, 15:00 საათზე დაიწყება და ამის შემდეგ,  სტუდენტები მსვლელობით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ ტარდება არც ერთი პოლიტიკური ან არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“.