ქართულ ტელევიზიების მიერ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების გავრცელების შესახებ კოალიცია „ქართული ოცენბსი წევრი ლევან ბერძენიშვილია ცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ ყველაფერს პასუხი აუცილებლად უნდა გასცეს პირველ ოქტომბერს.
„ქართულ საზოგადოებას 10 დღეში მიეცემა საშუალება ხელისუფლებას ამ ყველაფერზე პასუხი გასცეს. სხვა საშუალებას, გარდა პროტესტის გამოხატვისა და არჩევნებზე იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც ამას სისტემატიურად სჩადის, ხმის არ მიცემისა, სხვას ვერაფერს ვხედავ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ერთჯერადი ან ორჯერადი შემთხვევა. საზოგადოებამ უნდა გამოიხატოს თავისი დამოკიდებულება თავისი ხმით არჩევნებსი დღეს. .
ქართული საზოგადოება ძალიან დიდხანს ეგუებოდა ხელისუფლებას, რომლის შესახებაც, სისასტიკისა და პატიმრებთან არაადამიანური მოპყრობისი გარდ, სხვა ბევრი სიმართლეც იცოდა, როგორც ჩანს, საზოგადოებას სწორედ ასეთი კადრები სჭირდებოდა მეტი დამაჯერობლისთვის და ასეთი დაბნეულობა ხელისუფლების რიგებში, რათა ამ სიმართლეში დარწმუნებულიყო. ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ჩვენი საზოგადოება გაცილებით ბედნიერი იქნებოდა ეს კადრები არ ენახა და არ დაეჯერებინა, რომ ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება ასე გადაგვარდებოდა“,-აღნშნავს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილის აზრით, ხელისუფლება გუშინდელის შემდეგ, ნამდვილად დაბნეულია, პრეზიდენტს კი არც მორალური და არც ადამიანური უფლება არ აქვს უფროსად იწოდებოდეს.
„რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლება ნამდვილად დაბნეულია. ხელისუფლებამ თქვა, რომ ყველას დავიჭერო. ამ დროს უნდა გაეკეთებინა განცხადება, რომ ის გაათავისუფლებდა შესაბამის მინისტრებს და გადადგებოდა პრეზიდეტიც. როდესაც სახელმწიფოში ასეთი რამ ხდება და ეს არის სისტემა, პრეზიდენტს არც მორალური და არც ადამიანური უფლება არ აქვს უფროსად იწოდებოდეს. ყველაფერზე მოუწევს ხელისუფლებას პასუხისგება. ხელისუფლებას ისისც არ უნდოდა, რომ პრეზიდენტს საგანგებო განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ მათ ამის გაკეთებამაც მოუწია“,-აცხადებს ბერძენიშვილი.