საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, პატიმარი თამაზ თამაზაშვილი მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივი ქმედების განხორციელებას არ ადასტურებს. ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებული თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს.
მათი ინფორმაციით, პატიმარი აცხადებს, რომ მასთან საკანში არავინ არ შესულა და მის მიმართ გავრცელებული ბრალდების არსის შესახებ, შუადღით, რადიოს მეშვეობით შეიტყო. შესაბამისად ის უარყოფს მასზე განხორციელებულ რაიმე სახის ზეწოლას.
აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები რეგულარულად მოინახულებენ მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს.