"მეცხრე არხმა " პატიმრების წამებისა და გაუპატიურების შემზარავი ვიდეო გაავრცელა

ტელეკომპანია მეცხრე არხმა საპატიმროში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი  შემზარავი კადრები გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მათ ეს მასალა   ბრიუსელიდან მე-9 არხის ბიუროდან კორესპონდენტმა გიორგი ფოფხაძემ  მიაწოდა.   ტელეკომპანიის ინფორმაციით, კადრები მე-8 საპყრობილის ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ გადაიღო, რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული.

ვიდეო 2011 წლის მაისშია გადაღებული და მასზე ასახულია საპატიმროში პატიმართა წამებისა და გაუპატიურების ფაქტები.

გიორგი ფოფხაძემ ეს ვიდეო უკვე აჩვენა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს.