გლდანის №8-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, პატიმრების სოლიდარობის ნიშნად ახალგაზრდები შეიკრიბნენ. მათ შორის არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. დღეს, გვიან საღამოს გლდანის ციხესთან მივიდა, კახი კალაძეც, რომელიც აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელში გამართული დებატების შემდეგ შეუერთდა.
კალაძის განცხადებით, გლდანის ციხეში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეომასა, ამაზრზენია და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც პატიმრების წამებაში მონაწილეობდა.
ციხესთან მიმდინარე აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.