„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავამ დღეს ამომრჩეველთან მორიგი შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც კუკავამ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება არჩევნების შემდგომ მოსალოდნელ პროცესებზე გაამახვილა.
„ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, რასაც „თავისუფალი საქართველო“ არ შეეგუება და დაიწყებს უმწვავეს საპროტესტო აქციებს, სანამ ხელისუფლება არ აღიარებს რეალურ შედეგებს“, - განაცხადა კუკავამ.
კახა კუკავამ მოსახლეობას არჩევნებზე „თავისუფალი საქართველოს“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შემთხვევაში, პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.