ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები - გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს შეხვდებიან.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე 10-11 ოქტომბერს დაგეგმილი 21-ე რაუნდის განსახილველი საკითხები.
ცნობისთვის, თანათავმჯდომარეები გუშინ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვდნენ.
შეგახსენებთ, ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მინაწილეობით.