კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება ყველანარად ეცდება სადაც კი ხელი მიუწვდება არჩევნები გააყალბოს.
„ვითვალისწინებთ რა იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც მაჭავარიანმა–გოგორიშვილმა-სააკაშვილმა ამ ქვეყანაში დანერგა 1995 წლიდან დღემდე, ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გააყალბებას შეეცდება. რეგიონებში დავდივარ და ვიცი როგორი მხარდაჭერა აქვს კოალიციას საქართველოს ყველა კუთხეში.
საქართველოს ხელისუფლება ყველნარად ეცდება, სადაც კი ხელი მიუწვდება და ამის საშუალება ექნება არჩვენები გააყალბოს, შემდეგ კი ამ შედეგების ლეგიტიმაცია მოახდინოს. ამის საშუალებას „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას არ მისცემს“, – განაცხადა from.ge–სთან საუბარში ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ არჩევნების სამართლიანად ჩასატარებლად ჩა13ოჰყავთ დამკვირვებლები, რომ ისინი ყველა უბანში, ყველა სოფელში, ყველა საარჩევნო ოლქში იყვნენ.