ბრიტანეთის მეცნიერებათა ეროვნული მუზეუმის გასაოცარი აღმოჩენა შესაძლოა კინოგარღვევად იქცეს. საქმე ეხება ბრადფორდის მედიისა და ტექნოლოგიების ნაციონალური მუზეუმის არქივში აღმოჩენილ ფერად ვიდეოჩანაწერს.
აქამდე, ყველაზე ძველი ფერადი ფილმი 1909 წლით იყო დათარიღებული. ამ ახალი აღმოჩენით კი, მტკიცდება, რომ ფერადი კინო გაცილებით ადრე, 1899 წელს იქნა დაპატენტებული ფოტოგრაფ ედუარდ რეიმონდ ტერნერის მიერ.
კინოფირზე გადაღებულია მოკლე „ესკიზები“ მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისის ცხოვრებისა.
სიახლე ტერნერის ტექნოლოგიაში ისაა, რომ ყველა ფერი სპეციალური ფილტრითაა გადაღებული (წითელი, მწვანე და ლურჯი) შესაბამისად თითოეული სცენა გადაღებულია სამ ფირზე, რომელთა შემდგომი შერწყმით მიღებულია არსებული ფერადი გამოსახულება.
სამწუხაროდ, ამ დროს საპროექციო სისტემა არ იყო ბოლომდე სრულყოფილი და ტერნერმა ტექნოლოგიის დახვეწა და ვიდეომასალის გადახედვა ვერ მოასწერო. ის 1902 წელს დაიღუპა.
დღეს არსებული, თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებითა და ბრიტანელი პროფესიონალების დახმარებით შესაძლებელი გახდა ფირის გაწმენდა, დამუშავება და კადრის ამოძრავება, რაც ადასტურებს იმას, რომ ტერნერის მეთოდი სრულყოფილია.
როგორც ვიდეოს „აღორძინებაში“ მონაწილე, მუზეუმის კურატორი, მაიკლ ჰარვი აღნიშნავს სამუშაო საკმაოდ რთული იყო: თავად ფილმი იყო შავ-თეთრი, ამიტომაც გვიწევდა დიდხანს მუშაობა თითოეულ კადრზე, რომ აგვეხსნა თუ რა სახის ფილტრი იქნა გამოყენებული ფერის მისაღებად. ხანგრძლივმა შრომამ შედეგი გამოიღო და კინემატოგრაფიის ისტორიას დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეც შესძინა.