ბათუმური პრემიერის შემდეგ განახლებული მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები” ოზურგეთის თეატრის სცენაზე წარსდგა. თბილისელი მაყურებლისთვის კი დიდ საკონცერტო დარბაზში 15-17 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
მიუზიკლის თანამედროვე ვერსიის დამდგმელი რეჟისორი, ქორეოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი, ფრანგი ქორეოგრაფი, რედა ბენტიფორია, რომელსაც ისეთ მიუზიკლებზე აქვს ნამუშევარი, როგორიცაა „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” და "რომეო და ჯულიეტა”. მუსიკალური ხელმძღანელი ნიკოლოზ რაჭველია, ხოლო დამდგმელი მხატვარი და სცენარისტი – არგენტინელი დიზაინერი სანტიაგო ფერნანდესი.
ქართული ესტრადისა და თეატრის ვარსკვლავებთან ერთად, მიუზიკლში მონაწილეობენ ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი, „სუხიშვილები“ და სტუდია „თელა“. მთავარ როლებს ასრულებენ სოფო ნიჟარაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ბუბა კიკაბიძე, ლენკა ზვიადაძე, ნანო ღვინიანიძე და ვანიკო თარხნიშვილი.